1. პროექტის სახელწოდება: “ლეგენდები თამარ მეფეზე”
2. პროექტის მთავარი იდეა: თამარ მეფეზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ლეგენდების მოძიება და შესწავლა.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები რაც უფრო კარგად შეისწავლიან საქართველოს წარსულს, მით მეტად შეიყვარებენ თავის ქვეყანას.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა მოიძიონ და შეისწავლონ ლეგენდები თამარ მეფეზე და შექმნან ჟურნალი, გააკეთონ რუკა ლეგენდების წარმოშობისა და სადაურობის შესახებ.
5. მონაწილეთა ასაკი: 8–9 წელი.
6. ვადები/ ხანგრძლივობა: 3 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეისწავლიან ლეგენდებს თამარ მეფეზე, შექმნიან ჟურნალს და რუკას . გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოპოვების უნარი.
8. პროექტებისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პრინტერი, ინტერნეტი, თაბახის ფურცლები, მარკერები, სტიკერები, საქართველოს რუკა.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ლეგენდები თამარ მეფეზე ინტერნეტში, საგაზეთო სტატიებში, წიგნებში და შეაგროვონ ყველა ერთად. ლეგენდები დაწერონ თაბახის ფურცლებზე ხელით, შემდეგ უნდა დაბეჭდონ კომპიუტერზე და აკინძონ ფურცლები ჟურნალის სახით. პატარა ფურცლებზე დაწერონ ლეგენდები და დააწებონ რუკაზე კუთხეების მიხედვით. რუკა გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილზე და მოხდება ჟურნალის პრეზენტაცია.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, ეთნოგრაფია, ისტ.
11. პროექტი ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თინათინ მაჭანკალაძე.
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tmachankaladze@gmail.com